პროექტის სახელი
„ ხშირი შატალო“ ( ანუ რატომ „უჭირთ“ უფროსკლასელებს გაკვეთილებზე დასწრება).
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გამოარკვევენ იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი ხშირად ტოვებენ გაკვეთილებს; რა პრევენციული ზომები უნდა იქნეს მიღებული ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
პროექტის სრული აღწერა
პროექტის დაგეგმვა: მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვა: რატომ აცდენენ მათი თანატოლები გაკვეთილებს? დაინტერესება წამოვიდა მათი მხრიდან და თემის აქტუალობიდან გამომდინარე დაიგეგმა პროექტი „ ხშირი შატალო“.
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და ვაძლევ შემდეგი სახის ინსტრუქციას:
I ჯგუფს ვაძლევ დავალებას – ჩაატაროს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა გამოკითხვა წინასწარ შემუშავებული ანკეტის საფუძველზე; „ რა არის მიზეზი ხშირად გაკვეთილების გაცდენისა“ ( კვლევა ჩატარდეს სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს) და „ ბავშვის თვალით დანახული გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“. მონაცემები წარმოადგინონ დიაგრამის სახით და გააკეთონ პრეზენტაცია.
II ჯგუფს ვაძლევ დავალებას – ჩაატაროს გამოკითხვა უფროსი ასაკის ადამიანებში ( მშობლები, ბებია–ბაბუა და ა. შ.) „აცდენდნენ თუ არა ისინი გაკვეთილებს და რა იყო ამის მიზეზი“ და „უფროსების თვალით დანახული გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად“. მონაცემები წარმოადგინონ დიაგრამის სახით და გააკეთონ პრეზენტაცია.
სასწავლო წლის ბოლოს მოხდება პროექტის შეჯამება. ჯგუფები შეაჯერებენ, შეადარებენ, პარალელს გაავლებენ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე და წარმოადგენენ პროექტის პრეზენტაციას. დასახელდება: უფროსკლასელების მხრიდან გაკვეთილების გაცდენის ძირითადი მიზეზი და რა პრევენციული ზომები უნდა ჩატარდეს ამ პრობლემის აღმოსაფრხვევად. აღნიშნული კვლევა აიტვირთება და განთავსდება სკოლის ვებ–გვერდზე.
მონაწილეთა ასაკი 14 –16 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა ერთი სასწავლო წელი
მიზნები/ მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლე განსაზღვრავს რესპოდენტებს, ირჩევს კითხვების დასმის შესაფერის ფორმას ( ღია კითხვები, დახურული კითხვები), ქმნის მარტივ კითხვარს და იყენებს მას მონაცემთა შესაგროვებლად, ქმნის დიაგრამას ტექნოლოგიების გამოყენებით;
შეუძლია პრეზენტაციის წარმართვა.
იპოვიან „შატალოს“ მავნე ჩვევისაგან თავის დაღწევის გზებს; შეძლებენ საკუთარი ქცევის მართვას და მოვალეობების გააზრებას .
სარგებელი სხვებისათვის
„შატალოზე“ დაკარგული დრო ფუჭად ჩაივლის!! უარი ვთქვათ ამ მავნე ჩვევაზე!!
სამუშაო ენა ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან
მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლა, ვედიდკარის საჯარო სკოლა, ბანძის საჯარო სკოლა.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ქართული, მათემატიკა, ისტ
პროექტის ფასილიტატორი ირმა ჯოჯუა
ფასილიტატორის ელ. ფოსტა jojuirma@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი
Комментариев нет:
Отправить комментарий